ნ ა ტ ა ხ ტ ა რ ი !!!!!!
ი ს ტ ო რ ი ა....
EFES საქართველო - სააქციო საზოგადოება „ლომისი“
სააქციო საზოგადოება „ლომისი“ ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება. ლ უ დ ს ა ხ ა რ შ ი ნ ა ტ ახ ტ ა რ ი.
მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ თი-ბი-სი ბანკისა და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.
2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფი" (Efes Breweries International - EBI), მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა. EBI მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის რვა ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, მთიელი, კაიზერი, კოზელი, ჰერენჰოიზერი, ეფესი (იმპორტირებული) და მილერი (იმპორტირებული)), ორ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის და ნატახტარი ექსტრა) და ათი დასახელების ლიმონათს.
2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.
2010 წლიდან კი, კომპანიამ „ნატახტარი“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გენერალური სპონსორობის თაობაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან.
2010 წელს ლუდსახარშ „ნატახტარში“ გერმანული წარმოების KRONES-ის ჩამომსხმელი ხაზი დამონტაჟდა.
2011 წელს „ნატახტარის“ საწარმოში გერმანული ფირმის ZEMANN სახარში დანადგარები დამონტაჟდა და ექსპლოატაციაში შევიდა.
2011 წელს კომპანია „ნატახტარმა“ დანერგა ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების სისტემა (ISO 9001:2008)
2012 წელს გაგრძელდა კონტრაქტი სპონსორობის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირთან.
2013 წელს კომპანიამ მიიღო HACCP სერტიფიკატი
2013 წელს კომპანია „ნატახტარმა“ ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის (OHSAS 18001:2007) სერტიფიცირება გაიარა
2013 წელს კომპანიამ სურსათის უსაფრთხოების მართვის სერტიფიცირება გაიარა (ISO 22000:2005)
2014 წელს კომპანია „ნატახტარის“ ლაბორატორიამ გაიარა ISO/IEC 17025 სერტიფიცირება
2014 წელს კომპანია „ნატახტარმა“ მიიღო ენერგიის მართვის სისტემის სერტიფიკატი ISO 50001
უ პ ი რ ა ტ ე ს ო ბ ე ბ ი.
ნატახტარის წამყვანი პოზიცია ქართულ ბაზარზე არ არის შემთხვევითი და განპირობებულია შემდეგი ფაქტორების ურთიერთქმედებით
- უნიკალური წყალი – ნატახტრის წყალი, რომელიც წარმოადგენს მის შემოგარენში არსებული მიწისქვეშა დინებების ერთგვარ კუპაჟს, უნიკალურია მისი გამორჩეული გემოთი და განსაკუთრებული მინერალიზაციით.
- თანამედროვე ტექნოლოგია – წარმოების პროცესი კომპანიაში დაფუძნებულია უახლეს და წამყვან საწარმოო–ჩამომსხმელ ხაზებზე, რომლის განახლება და გაუმჯობესება პერმანენტული პროცესია.
- სტაბილური ხარისხი - პროდუქცია, რომელსაც კომპანია აწარმოებს გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომლის სტაბილურად შენარჩუნებასაც ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს.
- კვალიფიციური კადრი – კომპანიის ნებისმიერი რგოლი დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული მომხმარებლებთან ურთიერთობით, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება.
- ინოვაციური მენეჯმენტი – ნატახტარში თანამშრომელთა ინიციატივების წახალისება მაქსიმალურად ხდება, რაც ეფუძნება თანამედროვე დასავლური მართვის სტილის საუკეთესო ტრადიციებს.
ფ ა ს ე უ ლ ო ბ ე ბ ი.
კომპანია ნატახტარი აცნობიერებს და აღიარებს ბიზნესისადმი პასუხისმგებლობით მიდგომის მნიშვნელობას და საკუთარი საქმიანობის წარმართვისას, ასევე პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას ეფუძნება შემდეგ ძირეულ ღირებულებებს:
- პატიოსნება – კომპანია საკუთარ საქმიანობას მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის რეჟიმში ახორციელებს, რომლის დროსაც იყენებს სრული ინფორმირებულობის პრინციპზე დამყარებულ ორმხრივ კომუნიკაციას სამიზნე აუდიტორიასთან
- მზრუნველობა – კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და მისი ნებისმიერი თანამშრომელი აცნობიერებს საქართველოში მეცნიერებისა და სპორტის განვითარების მხარდაჭერის უაღრეს მნიშვნელობას
- ნოვატორობა – განვითარებაზე ორიენტაცია ნატახტარის გამორჩეული ნიშანია, რითიც კომპანია მუდმივად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ცდილობს წვლილი შეიტანოს ჩვენ ქვეყანაში, როგორც საკუთარი სექტორის, ასევე ზოგადი ბიზნეს სფეროს განვითარების საქმეში
- გუნდურობა – ნატახტარის ნებისმიერი წარმატება შექმნილია კომპანიის შიგნით თანამშრომლებისა და მის გარეთ პარტნიორებისა, ასევე დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევით, სადაც ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება დაუწერელი კანონია
ნატახტარის ლიმონათი !!!!
ნატახტარის ლიმონათი 2005 წლიდან გამოდის საქართველოს ბაზარზე. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხმარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. იგი არის ტრადიციული პროდუქტი, რომელიც ქართული სუფრის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს.
ნატახტარის ლიმონათი საუკეთესო ნატახტრის წყალზე დამზადებული სასმელია. ნატახტარის ლიმონათი მდგრადი და უცვლელი ხარისხის ქართული პროდუქტია.
ნატახტარის ლიმონათი გასცდა საქართველოს საზღვრებს და 2005 წლიდან ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყნებში. მისი ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 19 ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს ქვეყნებია: ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, თურქმენეთი, ირანი, ისრაელი, კვიპროსი, ლატვია, მოლდოვეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ჩეხეთი და ჩინეთი
2010 წლის დასაწყისში, პირველად საქართველოში გამოვიდა დიეტური ლიმონათი ნული კალორიით, რომელიც არ შეიცავს შაქარს. უშაქრო მსხლის ლიმონათი, განუმეორებელი გემოთი, დიეტური კვების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი.
ნატახტარის ლიმონათი წარმოდგენილია მრავალფეროვანი არომატებით: ტარხუნა, მსხალი, საფერავი, ლიმონი, ნაღები, ფორთოხალი, კოწახური, ვაშლი, ჟოლო და ატამი
შემადგენლობა: წყალი, შაქარი (ნულკალორიანში - შაქრის შემცვლელი, მულტისვიტი. კალორიულობა – 0 კკლ/100 გ.), ნატურალური არომატი, ნატრიუმის ბენზოატი. კალორიულობა – 45 კკლ/100 გ.
ლ ი მ ო ნ ა თ ი ს ი ს ტ ო რ ი ა
XVII საუკუნეში ლიმონათი ეწოდებოდა სასმელს, რომელიც მომზადებული იყო ლიმონის წვენისა და ლიმონის ნაყენისგან. სწორედ აქედან წარმოიქმნა მისი სახელწოდებაც Limonade, რაც ლიმონიზირებულს ნიშნავს.
პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამაგრილებელი სასმელი გაზირებული სახით გამოუშვა, იყო Schwepp & Co. შემდეგში ამ კომპანიამ წყლის მარწყვისა და სხვადასხვა ხილის სიროფით დატკბობა დაიწყო. რამდენადაც ნატურალური სიროფი ძვირი იყო, მისი შეცვლა სხვადასხვაგვარი ესენციებით სცადეს. 1833 წელს გამოვიდა პირველი ლიმონათი, ლიმონის მჟავითა და ესენციით. მაშინ პირველად მოხდა ლიმონმჟავას გამოტანა ლიმონიდან და ლიმონათი მთელს მსოფლიოში ხილის გაზირებული სასმელის ლიდერად იქცა. ხოლო Lemon’s Superior Sparkling Ginger Ale უალკოჰოლო სასმელების პირველი დარეგისტრირებული სავაჭრო მარკა გახდა
მალე ლიმონათმა თავის გამაგრილებელი თვისებებისა და სასიამოვნო გემოს წყალობით ფართო გავრცელება მოიპოვა.
ლიმონათის საფუძველი კუპაჟია . ყველა ინგრედიენტის ნაზავი, რომელიც ხშირად ცივი მეთოდით მზადდება, მაგრამ არსებობს ნახევრადცხელი და ცხელი მეთოდებიც. სასმელის მომზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონმჟავას და ასევე კომპოზიციას, რომელიც სხვადასხვა ესენციებისგან შედგებოდა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული „სიტროს“ დამზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონის მჟავას, მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ნაყენებს. ეს სასმელი ღია ყვითელი ფერისაა. გააჩნია სასიამოვნო, მაცოცხლებელი გემო და ციტრუსის ნაყოფის თავისებური არომატი.
არსებობდა ლიმონათის სხვადასხვა სახეობები. მაგალითად, „მღვრიე“ ლიმონათი აშშ–სა და კანადაში, ასევე, ლიმონის წვენის, გრანულირებული შაქრის, მარილის, წიწაკის და არაგაზირებული წყლის ნაზავისგან შექმნილი ლიმონათი Nimbu Paani პაკისტანსა და ირანში.
ლიმონათის საფუძველი კუპაჟია . ყველა ინგრედიენტის ნაზავი, რომელიც ხშირად ცივი მეთოდით მზადდება, მაგრამ არსებობს ნახევრადცხელი და ცხელი მეთოდებიც. სასმელის მომზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონმჟავას და ასევე კომპოზიციას, რომელიც სხვადასხვა ესენციებისგან შედგებოდა. მაგალითად, ეგრეთ წოდებული „სიტროს“ დამზადებისას იყენებენ შაქარს, ლიმონის მჟავას, მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის ნაყენებს. ეს სასმელი ღია ყვითელი ფერისაა. გააჩნია სასიამოვნო, მაცოცხლებელი გემო და ციტრუსის ნაყოფის თავისებური არომატი.
არსებობდა ლიმონათის სხვადასხვა სახეობები. მაგალითად, „მღვრიე“ ლიმონათი აშშ–სა და კანადაში, ასევე, ლიმონის წვენის, გრანულირებული შაქრის, მარილის, წიწაკის და არაგაზირებული წყლის ნაზავისგან შექმნილი ლიმონათი Nimbu Paani პაკისტანსა და ირანში.
„შუშხუნა“ ლიმონათი განსაკუთრებით პოპულარული იყო პარიზში, ასევე გაზირებულ ლიმონათს Schweppes – ანიჭებდნენ უპირატესობას დიდ ბრიტანეთსი, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. შვეციაში კი ლიმონათს ეძახდნენ ნებისმიერ, არაალკოჰოლურ, გაზირებულ წყალს
რაც შეეხება საქართველოს, აქ ლიმონათს განსაკუთრებული ისტორია აქვს. ის ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო. ამ ტრადიციებს აგრძელებს „ნატახტარის“ ლიმონათი. რომელიც ნატურალური ხილის არომატით, განსაკუთრებული გემოთი და თვისებებით გამოირჩევა.
ლ უ დ ი !!!!
ლ უ დ ი „ნ ა ტ ა ხ ტ ა რ ი“
„ნატახტარი“ უმაღლესი ხარისხის ალაოსა და ნატახტარის უნიკალური წყლისგან დამზადებული ქართული ლუდია. მის მისაღებად უახლესი ტექნოლოგია გამოიყენება. ხარშვის პროცესს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, საწყ. ექსტ. 12%, ალკ. მოც. წილი 5%,..
ცოცხალი ლუდი - „ნატახტარი კასრის“. როცა იცი ნამდვილი ჩამოსასხმელი, ცოცხალი ლუდის გემო, შენ გინდა ნამდვილი კასრის ლუდი შენს კათხაში. ნატახტარმა შეიმუშავა სპეციალური ტექნოლოგია ლუდის გურმანებისათვის. კასრის ჩამოსასხმელი ლუდი უკვე ბოთლში. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, საწყ. ექსტ. 13%,..
ლ უ დ ი „ნ ა ტ ახ ტ ა რ ი ე ქ ს ტ რ ა“
ძლიერი ლუდი - „ნატახტარი ექსტრა“ გამოირჩევა მაღალი ალკოჰოლით, რომელიც მიიღწევა ინგრედიენტების შეცვლილი პროპორციით. კერძოდ კი, ალაოს გაზრდილი რაოდენობა არის მაღალი ალკოჰოლის და ლუდის მძაფრი არომატის საფუძველი. შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, საწყ. ექსტ. 17%, ალკ. მოც. წილი 8%, ენერგეტიკული..
ლ უ დ ი „მ თ ი ე ლ ი“
„მთიელი“ - ქართული ლუდის ხარშვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. „მთიელი“ ქართული მთის ლუდის დამზადების ტრადიციულ მეთოდზე დაფუძნებით იხარშება. იგი ნამდვილი მთის ლუდისთვის დამახასიათბელი მდიდარი გემოთი და ზომიერი სიმწარით გამოირჩევა...
დახვეწილი გემო, რომელიც გაგრილებს. დაინახე მოვლენები ნათელი კუთხით და დატკბი ცხოვრების საუკეთესო მომენტებით, უბრალოდ დალიე ქარვა და განიქარვე! შემადგენლობა: ალაო, სვია, წყალი, საწყ. ექსტ. 11%, ალკ. მოც. წილი 4,5%, ენერგეტიკული ღირებულება 44კკალ/100გრ ბაზარზე 2009 წლიდა
ლ უ დ ი ს ი ს ტ ო რ ი ა!!!!
ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.
საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში დადასტურებულია პურეული კულტურის ნაშთები, რომლებიც VII-VI ათასწლეულით თარიღდებიან. მიწათმოქმედების აღმოცენება-განვითარების შვიდი დიდი კერიდან მეცნიერები უძველეს ცენტრად მიიჩნევენ წინა აზიას საქართველოს ჩათვლით. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: ამირანისა და არუხლოს გორებზე, ურბნისში და შულავერში ენეოლითური ხანის ნასახლარებში აღმოჩნდა ალიზის სამეურნეო ნაგებობანი, ხორბლეულის შესანახი ორმოებით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ მცხოვრებნი უძველესი ქართველური მოდგმის ტომები დაახლოებით ცხრაათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას და მისი მოყვანა-შენახვის ხერხებს. პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის.
ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ პურეული კულტურის მფლობელი ხალხი, სხვებთან შედარებით, უფრო ახლოს დგას ლუდის წარმოების პრეისტორიასთან.
არსებობს ცნობები კავკასიის ხალხებში უძველესი დროიდან ლუდის მოხმარების შესახებ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლხები ლუდის დამზადების საიდუმლოს ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის დროს ფლობდნენ.
საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდი რომ უძველესია, ეს დღეს უკვე უეჭველია. ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით არის გამორკვეული და დადასტურებული.
რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.
საქართველოს მთაში ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული თუ საკულტო რიტუალი ლუდთან იყო დაკავშირებული და ლუდით იყო გაწმენდილ-გაპატიოსნებული, ვაჟიშვილის ძეობიდან დაწყებული მოჩხუბარ-მოშუღლეთა შერიგებით დამთავრებული…
მ ი ს ი ა დ ა ხ ე დ ვ ა!!!
ხედვა: გავასამმაგოთ ჩვენი ბიზნესი და გავხდეთ ყველაზე სასურველი ლუდის კომპანია საქართველოში უახლოესი 10 წლის განმავლობაში.
მისია: ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს უფრო მეტად დატკბნენ ცხოვრებით ჩვენი პროდუქტების გონივრული გამოყენების გზით.